ფეხბურთი

9:30 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ასტონ ვილამ" მარკუს რაშფორდი დაიმატა

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მარკუს რაშფორდი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

27 წლის ინგლისელი „ასტონ ვილას“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ხელფასის 75% ბირმინგემელები გადაიხდიან, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ ექნებათ.

მარკუს რაშფორდს აქამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა არსად უთამაშია, ხოლო ინგლისურ გრანდში დღემდე ჩატარებულ 426 მატჩში თავი 138 გოლით გამოიჩინა. მშობლიური კლუბის დატოვება მას რუბენ ამორიმთან კონფლიქტის გამო მოუწია.

0.123024