იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „რომას“ დაუზავდა და 7-მატჩიანი მოგებების სერია შეუწყდა.
ანტონიო კონტეს გუნდი დიდებულ ფორმაშია, ბოლოს 8 დეკემბერს, „ლაციოსთან“ დამარცხდა და ახლაც ახლოს იყო მორიგ გამარჯვებასთან, თუმცა 2 წუთი დააკლდა. „აძური“ 29-ე წუთზე ლეონარდო სპინაცოლას გოლით დაწინაურდა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდი დაამწუხრა.
„რომა“ უპირატესობას ფლობდა, „ნაპოლი“ ახერხებდა ანგარიშის შენარჩუნებას, მაგრამ 93-ე წუთზე ანხელინომ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
„ნაპოლი“ 54 ქულით ლიდერია, „ინტერთან“ 3-ქულიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული და მომდევნო ტურში 9 თებერვალს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
„რომა“, სადაც დიდი ალბათობით, კარიერას საბა გოგლიჩიძე გააგრძელებს, 31 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „ვენეციას“ ესტუმრება.
„რომა“ – „ნაპოლი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 სპინაცოლა (29), 1:1 ანხელინო (90)