კალათბურთი

0:38 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი სერია A-ში

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მე-18 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ვენეცია“ 85:74 დაამარცხა. მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, მაგრამ გადამწყვეტი მაინც მეოთხე პერიოდი იყო, რომელშიც „ვირტუსმა“ მეტოქეს 7 ქულით აჯობა და გამარჯვებაც მოიპოვა.

თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლიც შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 30 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუსი“ სერია A-ში 13 მოგებით და 5 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 9 თებერვალს, „ტორტონას“ სტუმრად შეხვდება.

0.118373