სერია A-ს ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში „მილანი“ და „ინტერი“ დაზავდნენ. დერბი დელა მადონინა დაძაბული და საინტერესო გამოდგა, როგორც ყოველთვის, გულშემატკივარს მოსაწყენად საქმე არ ჰქონია.
პირველ ტაიმში „მილანი“ დაწინაურდა, 45-ე წუთზე ტიჯანი რეინდერსის გოლით. მეორე ნახევარში უკვე „ინტერი“ გაცილებით გააქტიურდა, სამჯერ „მილანი“ ძელმა იხსნა, სამჯერ „ნერაძურის“ გოლიც არ ჩაუთვალეს, მაგრამ ბოლოს სიმონე ინძაგის გუნდი მარცხს მაინც გადაურჩა.
93-ე წუთზე „ინტერის“ დებიუტანტის და ახალწვეულის, ნიკოლა ჟალევსკის პასით სტეფან დე ვრეიმ გაათანაბრა. ასე რომ, „მადონინაში“ ნიდერლანდელის გოლს ნიდერლანდელმა უპასუხა და ფრე - 1:1.
აქვე ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში "მილანმა" "ინტერი" ორჯერ დაამარცხა (სერია A-სა და იტალიის სუპერთასზე), შესაბამისად, ზედიზედ მესამედ დერბის მოგებამდე ძალიან მცირედი დააკლდა.
„ინტერი“ სერია A-ში 51 ქულით მეორე ადგილზეა, „მილანი“ 35 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.
„მილანი“ – „ინტერი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 რეინდერსი (45), 1:1 დე ვრეი (90)