ფეხბურთი

22:33 | 2.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" "მანჩესტერ სიტი" 5:1 გაანადგურა (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა, რომელიც 5:1 გაანადგურა!

მიკელ არტეტას გუნდს წლებია „სიტის“ წინააღმდეგ ძალიან უჭირდა, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჯავრი იყარა. პეპ გვარდიოლას გუნდმა კი, ბოლო ხანს ქულების დაგროვება დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ძველი „სიტის“ დაბრუნებამდე შორია.

მეორე წუთზე ანგარიში მარტინ ოდეგორმა გახსნა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა. 55-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა, ზუსტად ერთ წუთში ტომას პარტეიმ „არსენალი“ მეორედ დააწინაურა. ამის შემდეგ არტეტას გუნდი დომინანტი გახდა და მეტოქე კიდევ სამჯერ დაამწუხრა ლუის-სკელის, კაი ჰავერტცის და ეთან ნვანერის გოლებით.

ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგაში 24 ტურის შემდეგ 50 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ 41 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია. ლონდონელები მომდევნო ტურში „ლესტერს“ შეხვდებიან, ხოლო მანჩესტერელები - „ნიუკასლს“.

1.255514