პარიზის გრანდ სლემზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო.
ლუკამ თავიდან სენეგალელი რაიან დაკოსტა დაამარცხა, შემდეგ ფრანგი მაქს ლაბორდესა და იაპონელ გოკი ტაჯიმას სძლია და ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთკორეელ იონგონ კიმთან მარცხი განიცადა.
საბა ინანეიშვილი (+100 კგ) ფრანგი ანგელ გუსტანის და ფინელ მარტი პუუმალაინენის აჯობა, ნახევარფინალში სეუნგიეობ ლისთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი იუტა ნაკამურა იყო, მაგრამ ქართველი დამარცხდა და მედალი ვერ მოიპოვა.
დღესვე იასპარეზეს ნიკა ხარაზიშვილმა, ირაკლი დემეტრაშვილმა, ზაურ დვალაშვილმა და ნიკოლოზ ზაალიშვილმა, მაგრამ ყველა მათგანი მედლის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ პარიზის გრანდ სლემზეგ გამოსვლა ორი მედლით დაასრულა - მაისურაძის ვერცხლი და ვაჟა მარგველაშვილის ბრინჯაო.