„ვალენსიამ“ ლა ლიგის 22-ე ტურში ვიგოს „სელტასთან“ მოიგო და წინა ტურში „ბარსელონასთან“ 1:7 განადგურების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა.
„ვალენსიას“ მიმდინარე სეზონში ძალიან უჭირს, გასავარდნ ზონაშია და ამ სამ ქულას ოქროს ფასი აქვს. პირველი ტაიმის ბოლოს ლუის რიოხამ გახსნა ანგარიში, 65-ე წუთზე ვიგოელებმა პაბლო დურანის გოლით გაათანაბრეს, მაგრამ სამიოდე წუთში ხავი გერამ მასპინძლებს მოაგებინა - 2:1.
გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის, ხოლო თამაში ერთი სეივით დაასრულა, ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია.
„ვალენსია“ 19 ქულით ისევ მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 9 თებერვალს, უშუალო კონკურენტ „ლეგანესს“ უმასპინძლებს, რომელსაც 4 ქულით ჩამორჩება.