აზერბაიჯანის პრემიერლიგის 21-ე ტურში „ზირამ“ „ყარაბაღი“ 3:2 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი, დავით ვოლკოვმა გაიტანა.
პირველი ტაიმი „ყარაბაღმა“ 2:0 მოიგო და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა, მეორე ნახევარში „ზირამ“ დააქამბექა. 66-ე წუთზე თამაშში გიორგი პაპუნაშვილი ჩაერთო, როცა ანგარიში 1:2 იყო, ხოლო 82-ე წუთზე მოედანზე ვოლკოვი შევიდა, როცა ანგარიში 2:2 გახლდათ.
90-ე წუთზე ქართველი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ვოლკოვს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ თავი ევროთასებზე გამოიჩინა, ევროპალიგის და კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე. პაპუნაშვილის აქტივში 15 შეხვედრაში 5 გოლია.
ზირა 39 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, 10 თებერვალს, ბაქოს ნეფთჩისთან საკუთარ მოედანზე გამართავს.