ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.
რუბენ ამორიმი ვერ ახერხებს კრიზისიდან გუნდის გამოყვანას და მორიგი ფიასკო განიცადა. ჟან მატეტამ მეორე ტაიმში ორჯერ დაამწუხრა „წითელი ეშმაკები“ და „პალასმა“ მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 24 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „ტოტენჰემს“ ესტუმრება, ხოლო „კრისტალ პალასი“ 30 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
როგორც იქნა, მოიგო „ტოტენჰემმა“, რომელმაც სტუმრად „ბრენტფორდს“ 2:0 აჯობა და მოუგებელი სერია შეწყვიტა, რის გამოც უკვე გასავარდნი ზონის ზღვარზე იყო. „ტოტენჰემმა“ 27 ქულა დააგროვა და მე-14 პოზიციაზე აინაცვლა, ხოლო „ბრენტფორდი“ 31 ქულით მე-11 ადგილზეა.