„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ „იუვენტუსთან“ მატჩის (1:4) შემდეგ განმარტა, თუ რატომ არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძე.
როგორც ჩანს, დ’ავერსა უკმაყოფილო იყო ბოლო დღეებში და არც საბას თამაშით დარჩენილა კმაყოფილი, რომელიც 59-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მოედანზე, როცა მისი გუნდი იგებდა (1:0), მაგრამ დარჩენილ დროში 4 გოლი გაუშვა.
„რატომ არ იყო ძირითადში? ეს შეკითხვა სხვებს უნდა დაუსვათ. მოედანზე ყველაზე თავდაჯერებული ფეხბურთელები გავიყვანე და თქვენც დაინახეთ, რატომაც. მას კვირის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ როცა მოედანზე შედიხარ, შენი წვლილი მაინც უნდა შეიტანო“, - თქვა დ’ავერსამ.
აშკარაა, რომ „ემპოლის“ მწვრთნელმა მინიშნება გააკეთა მოსალოდნელ ტრანსფერზე. ქართველი მცველი ძალიან ახლოსაა „რომაში“ გადასვლასთან, თუმცა, ასევე დაინტერესებული არიან „იუვენტუსი“ და „ატალანტა“.
მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა. ის „ემპოლის“ 2024 წლის იანვარში 500 000 ევროდ შეუერთდა.