ფეხბურთი

19:32 | 2.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძის ტრანსფერი: "რომა" "ემპოლისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს, "ატალანტა" და "იუვენტუსიც" იბრძვიან
10 მილიონ ევროდ შესაძლოა საბამ "ემპოლი" დატოვოს

საქართველოს ნაკრების და „ემპოლის“ ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე წამყვანი იტალიური კლუბების ინტერესის სფეროშია.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე, ქართველისთვის ბრძოლა გააქტიურდა და გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. „ემპოლის“ 10 მილიონი ევროს შეთავაზება „რომამ“ გაუკეთა, რომელსაც სურს 20 წლის ფეხბურთელის გადაბირება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

გარდა ამისა, დაინტერესებული არიან ტურინის „იუვენტუსი“ და ბერგამოს „ატალანტა“. როგორც ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, „ემპოლის“ მოთხოვნა მინიმუმ 10 მილიონი ევროა. მოკლედ, მომდევნო 24 საათში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

საბა გოგლიჩიძე დღეს „იუვენტუსთან“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო, რაც მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა რობერტ დ’ავერსამ სწორედ იმით ახსნა, რომ საბას გარშემო სატრანსფერო ჭორებია და ფეხბურთელი კონცენტრირებული არ იყო...

მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა. ის „ემპოლის“ 2024 წლის იანვარში 500 000 ევროდ შეუერთდა.

0.115614