ფეხბურთი

18:49 | 2.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" 20 წლის დანიელი მცველი დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლეჩედან“ 20 წლის დანიელი მცველი პატრიკ დორგუ დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„მანჩესტერმა“ „ლეჩეს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც 5 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება. ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2030 წლამდე, ერთი წლით განახლებით ვარიანტით გააფორმა და 13-ნომრიანი მაისური მოირგო.

შეგახსენებთ, რომ პატრიკ დორგუმ 2023 წლიდან „ლეჩეს“ მაისურით 48 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო დანიის ნაკრებში ოთხ თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.123374