ესპანეთის ლიგა ენდესას მე-19 ტურში "ტენერიფემ" "ბრეოგანს" უმასპინძლა, რომელიც პრობლემების გარეშე, 96:83 დაამარცხა.
"ტენერიფემ" მეორე-მესამე პერიოდში ჯამში 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
გიორგი შერმადინმა 16 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.
„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 14 მოგებით და 5 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 თებერვალს, „მურსიას“ ესტუმრება.