ფეხბურთი

17:30 | 2.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძის 30 წუთი და "ემპოლის" მარცხი "იუვენტუსთან" (+VIDEO)

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სერია A-ს 23-ე ტურში სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და 1:4 განადგურდა.

არადა, ტოსკანელებისთვის ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო და იდეალურად მიდიოდა: მეოთხე წუთზე მატია დე შილიოს გოლით „ემპოლი“ დაწინაურდა, რომელიც უპირატესობას 61-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ მატჩის ბოლო ნახევარ საათში 4 უპასუხო გოლი გაუშვა.

გოგლიჩიძე მოედანზე მხოლოდ 59-ე წუთზე გამოჩნდა, ტრავმირებული არდიან ისმანის შემდეგ. სამწუხაროდ, ორ წუთში საბას რანდალ კოლო მუანიმ ორთაბრძოლა მოუგო, ფრანგი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გაათანაბრა. სამი წუთის შემდეგ კოლო მუანიმ სულაც დუბლი გაიფორმა და „იუვე“ დააწინაურა. მატჩის მიწურულს, დუშან ვლაჰოვიჩმა და ფრანსისკო კონსეისაომ კიდევ ორჯერ გაუტანეს სტუმრებს და „იუვენტუსმა“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო.

უცნობია, რატომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში გოგლიჩიძე, შესაძლოა, ეს მოსალოდნელ ტრანსფერს უკავშირდება, მაგრამ შეცვლაზე ქართველი თამაშში კარგად ნამდვილად ვერ ჩაერთო. მას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ემპოლი“ 8 დეკემბრის შემდეგ მოუგებელია (2 ფრე, 6 წაგება), შედეგად, 21 ქულით უკვე მე-17 ადგილამდე დაეშვა, გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულითაა მოშორებული და გავარდნის საფრთხე თუ ცოტა ხნის წინ არ ემუქრებოდა, ახლა ემუქრება... მომდევნო ტურში „ემპოლი“ 8 თებერვალს, „მილანს“ უმასპინძლებს.

„იუვენტუსი“ 40 ქულით მეოთხე ადგილზეა და წინ „კომოსთან“ საგარეო თამაში აქვს.

იუვენტუსი” – ემპოლი” 4:1 (0:1)

გოლები: 0:1 დე შილიო (4), 1:1 კოლო მუანი (61), 2:1 კოლო მუანი (64), 3:1 ვლაჰოვიჩი (90), 4:1 კონსეისაო (90)

0.126857