ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ლანსიდან“ ავსტრიელი მცველი კევინ დანსო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
26 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ დანსო ახლოს იყო ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან, თუმცა სამედიცინო შემოწმება ჩააგდო და საბოლოოდ, ინგლისში აღმოჩნდა.
„ტოტენჰემს“ „მილანიდან“ ფიკაიო ტომორის დამატება სურდა, მაგრამ ინგლისელმა მცველმა ბოლო მომენტში უარი თქვა ლონდონურ კლუბში გადაბარგებაზე და ამის შემდეგ „დეზებმა“ ავსტრიელი ფეხბურთელი დაიმატეს, რომელმაც 4-ნომრიანი მაისური მოირგო.
კევინ დანსომ „ლანსში“ 2021 წლიდან 126 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე ის „დიუსელდორფის“, „საუთჰემპტონის“ და „აუგსბურგის“ ღირსებას იცავდა.