„ტორინომ“ ლონდონის „ჩელსიდან“ ნიჭიერი იტალიელი ნახევარმცველი ჩეზარე კაზადეი შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კაზადეის სანაცვლოდ ტურინელებმა 15 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო შემდგომი გაყიდვიდან „ჩელსის“ თანხის 15% ერგება. ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
22 წლის ჩეზარე კაზადეი „ჩელსიმ“ 2022 წელს „ინტერიდან“ შეიძინა და ლონდონელთა მთავარ გუნდში მან 17 მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში იჯარით „რედინგსა და „ლესტერშიც“ თამაშობდა.