ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა “ორლანდო მეჯიქი“. გოგა ბითაძის გუნდმა სტუმრად “იუტასთან” 14-ქულიანი სხვაობით, 99:113 წააგო.
დამარცხებული გუნდის რიგებში 16 წუთი ითამაშა ქართველმა კალათბურთელმა, რომელმაც შეხვედრა 3 ქულით, 8 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა.
საქართველოს ნაკრების წევრმა 2-დან ერთი ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
50 მატჩის შემდეგ 24 მოგებითა და 26 წაგებით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 4 თებერვალს, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.