NBA-ს მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვიმა კარგი შეხვედრა ჩაატარა. “სან ანტონიო” სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს, შინ “მაიამისთან” 2-ქულიანი სხვაობით 103:105 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, 25 წლის ცენტრი მასპინძლების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მამუკელაშვილმა 10 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა. მან 3-დან ერთი სამქულიანი, 3-დან სამი ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
"სან ანტონიო სპურსს" 21 მოგების საწინააღმდეგოდ 25 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას სტუმრად, 4 თებერვალს “მემფისთან” გამართავს.