ფეხბურთი

11:38 | 2.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" პოლონელი მცველი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ „რომადან“ 23 წლის მარცხენა მცველი ნიკოლა ჟალევსკი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პოლონელი „ინტერს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ნიკოლა იტალიაში დაიბადა, დედა იტალიელი ჰყავს, მამა პოლონელი და „რომას“ აღზრდილია, რომლის მაისურით 123 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ჟალევსკიმ „ინტერში“ ტეჯონ ბიუქენენი უნდა შეცვალოს, რომელიც „ვილიარეალში“ გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს პოლონეთის ნაკრებში 27 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.125159