ესპანეთის ლიგა ენდესას მე-19 ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ საკუთარ მოედანზე „გრან კანარიასთან“ 90:98 წააგო და ზედიზედ მერვე მარცხი განიცადა.
ბურჯანაძეს ამჯერად არ ჰქონდა შედეგიანი თამაში, რომელმაც 18 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ბექამ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, თითო ორქულიანი და სამქულიანი კი ააცილა. „გრან კანარიას“ რიგებში 11 ქულით, 4 მოხსნით და 3 პასით გამოირჩა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ჯო ტომასონი.
„ლეიმა კორუნია“ 4 მოგებით და 15 წაგებით ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 თებერვალს, „ჟოვენტუტ ბადალონას“ ესტუმრება.