ფეხბურთი

2:16 | 2.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „ესპანიოლთან“ წააგო, მაგრამ მაინც ლიდერია (+VIDEO)

ესპანური პრიმერას 22-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, კატალონიურმა „ესპანიოლმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

21-ე წუთზე „რეალის" თავდამსხმელმა ვინისიუს ჟუნიორმა „ესპანიოლს“ გაუტანა, მაგრამ გოლი გაუქმდა. მატჩის ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე მასპინძლების მცველმა კარლოს რომერომ გაიტანა.

ამ მატჩის შემდეგ „ესპანიოლს“ 23 ქულა მოუგროვადა, მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას დასცილდა. მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ „რეალი“ 49 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, ოღონდ უშუალო მდევარ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ მხოლოდ ერთი ქულითღა უსწრებს. მანამდე მათ შორის სხვაობა 4 ქულა გახლდათ.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 22-ე ტური. 1 თებერვალი: ხეტაფე - სევილია 0:0, ვილიარეალი - ვალიადოლიდი 5:1, ატლეტიკო - მალიორკა 2:0, ესპანიოლი - რეალი 1:0

0.113425