ფეხბურთი

0:39 | 2.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილა“ სტუმრად „ვულვერჰემპტონთან“ დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „ვულვერჰემპტონმა“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-12 წუთზე ჟან-რიკნერ ბელეგარდმა გახსნა. 90+7-ე წუთზე კი მათეუს კუნიამ მასპინძლების უპირატესობა გააორმაგა.

24 მატჩის შემდეგ „ვულვერჰემპტონი“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და 19 ქულა აქვს. 37-ქულიანი „ასტონ ვილა“ კი ანალოგიური თამაშების შემდეგ მერვე საფეხურზეა.

ლიდერი „ლივერპული“ გახლავთ, რომელმაც 23 მატჩის შემდეგ 50 ქულა მოაგროვა.

პრემიერლიგა. 24-ეტური. 1 თებერვალი: ნოტინგემ ფორესტი - ბრაიტონი 7:0, ბორნმუთი - ლივერპული 0:2, ევერტონი - ლესტერი 4:0, იფსვიჩი - საუთჰემპტონი 1:2, ნიუკასლი - ფულემი 1:2, ვულვერჰემპტონი - ასტონ ვილა 2:0.

0.115941