23:10 | 1.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე პირველი ფეხბურთელი გახდა პსჟ-ს ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა უსმან დემბელემ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურის მატჩში „ბრესტის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა და კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta Sports.

მანამდე დემბელემ ჰეთ-თრიქი მიითვალა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-8 ტურის მატჩში გერმანულ „შტუტგარტთან“ (4:1).

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველ ადგილზეა. გუნდმა 20 მატჩში 50 ქულა მოაგროვა.

0.112333