ფეხბურთი

21:16 | 1.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის დუბლი და „ლივერპულის“ მორიგი გამარჯვება

დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ბორნმუთი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ. „ლივერპულმა“ 0:2 მოიგო.

მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც „წითლების“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა პენალტი გაიტანა. 75-ე წუთზე კი ეგვიპტელმა დუბლი შეასრულა.

24 მატჩის შემდეგ, „ბორნმუთი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, 40 ქულით. „ლივერპული“ 23 მატჩის შემდეგ პირველ ადგილზეა 56 ქულით. ლონდონის „არსენალი“ 23 მატჩის შემდეგ 47 ქულით მეორე ადგილზე დგას.

პრემიერლიგა. 24-ეტური. 1 თებერვალი: ნოტინგემ ფორესტი - ბრაიტონი 7:0, ბორნმუთი - ლივერპული 0:2, ევერტონი - ლესტერი 4:0, იფსვიჩი - საუთჰემპტონი 1:2, ნიუკასლი - ფულემი 1:2, ვულვერჰემპტონი - ასტონ ვილა მოგვიანებით გაიმართება

0.112514