ფეხბურთი

20:27 | 1.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

ფრანკ შმიდტის გუნდი საქმე მძიმედაა და ძალიან გაუჭირდება ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება, ყოველ შემთხვევაში, „ჰაიდენჰაიმი“ ქულებს პრაქტიკულად ვერ აგროვებს.

„დორტმუნდი“ 33-ე წუთზე სერჰუ გირასის გოლით დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი, მაქსიმილიან ბაიერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ერთ წუთში მატიას ჰონსაკმა სხვაობა შეამცირა და თამაში ისევ დაიძაბა, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა გათანაბრება ვეღარ მოახერხეს - 1:2.

ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში ორი მცდელობა ჰქონდა გოლის გასატანად, თუმცა არ გამოუვიდა. ქართველი ფორვარდის აქტივში ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი და 1 საგოლე პასია.

„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ მხოლოდ 14 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდენო ტურში კი, 8 თებერვალს, სტუმრად „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება.

0.114298