ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, პაოლო მალდინის ვაჟი, დანიელ მალდინი ბერგამოს „ატალანტაში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„ატალანტამ“ 23 წლის შემტევის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ თანხის ნახევარს „მონცა“ მიიღებს, ნახევარს „მილანი“, რომლის აღზრდილია დანიელი.
მალდინიმ „მონცაში“ 2024 წლის იანვრიდან 32 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მილანში“, „სპეციაში“ და „ემპოლიში“ თამაშობდა.