ფეხბურთი

19:09 | 1.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ჩემპიონშიფში ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში „უოტფორდმა“ „ნორვიჩს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.

სტუმრებამ 41-ე წუთზე გაიტანეს გოლი, რომელიც გადამწყვეტი გამოდგა (0:1). გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩაკვეტაძემ ინგლისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

„უოტფორდისთვის“ ეს ზედიზედ მესამე წაგება იყო, 41 ქულით მე-11 ადგილამდე დაეშვა. დიდი შანსია, რომ მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი დაითხოვონ, რაზეც აქტიურად ამ მატჩამდეც საუბრობდნენ. მომდევნო ტურში „უოტფორდი“ 8 თებერვალს, სტუმრად „სანდერლენდს“ შეხვდება.

0.116106