ფეხბურთი

16:24 | 1.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" ლიდერი "დორტმუნდში" გადასვლაზე თანახმაა

„ლიონის“ ფეხბურთელი რაიან შერკი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

გერმანული კლუბის მთავარი სამიზნე ნიჭიერი შემტევია, რომელიც თავის მხრივ თანახმაა გერმანიაში გადავიდეს და ამჟამად მუშაობა კონტრაქტის დეტალებზე მიმდინარეობს.

„დორტმუნდი“ შერკის სანაცვლოდ „ლიონს“ დაახლოებით 22.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

რაიან შერკი „ლიონის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2020 წლიდან დღემდე 166 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.

0.117977