„ალ-აჰლის“ გარემარბი ალან სენ-მაქსიმინი „ნაპოლიში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. სწორედ ის შეცვლის ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში.
„ნაპოლის“ მთავარი სამიზნე ალეხანდრო გარჩანო იყო, B გეგმა კარიმ ადეიემი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ, სენ-მაქსიმინის გადაბირებით დაკმაყოფილდება. ანტონიო კონტე თანახმაა ფრანგი დაიმატოს.
საუბარია იჯარაზე, რომელიც 4 მილიონი ევრო დაჯდება. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, ამიტომ საჭირო იქნება ფიფასგან გამონაკლისის დაშვება, რაც შეიძლება მოხდეს, რადგან ფიფას წარსულშიც დაუშვია მსგავსი ფაქტი.
ფრანგ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ პირადი პირობები შეთანხმებული აქვს. ის ამჟამად „ფენერბაჰჩეში“ თამაშობს, სადაც არაბულ კლუბს განათხოვრებული ჰყავს. შესაბამისად, ეს იჯარა უნდა გაწყდეს და შემდეგ გადავა იტალიაში.
ნეაპოლური მედია წერს, რომ სენ-მაქსიმინი კვარაცხელიას დროებითი მემკვიდრე იქნება, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში „ნაპოლი“ ხვიჩას ნამდვილ შემცვლელს იყიდის.
ალან სენ-მაქსიმინს „სენტ ეტიენში“, „ნიუკასლში“, „ნიცაში“, „მონაკოში“, „ბასტიაში“, „ჰანოვერში“, „ალ-აჰლისა“ და „ფენერბაჰჩეში“ აქვს ნათამაშები.