NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 144:118 გაიმარჯვა.
გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 45:30 მოიგო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
მამუკელაშვილმა მხოლოდ 4 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 5 ქულა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 1-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 21 მოგებით და 24 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 2 თებერვალს, „მაიამისთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.