„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი ჯერჯერობით ვერ იპოვა და იტალიელებს ახალი ვარიანტი ჰყავთ - ალან სენ-მაქსიმინი.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, საუდის არაბეთის კლუბი, „ალ-აჰლი“ და „ნაპოლი“ შეთანხმდნენ 27 წლის ფრანგის ტრანსფერზე. სენ-მაქსიმენი „ნაპოლიმ“ იჯარით უნდა დაიმატოს, რაც 4 მილიონი ევრო დაუჯდება. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ფრანგი ამჟამად იჯარით „ფენერბაჰჩეში“ თამაშობს, შესაბამისად, „ალ-აჰლიმ“ თურქები უნდა დაითანხმონ იჯარის გაწყვეტაზე, რათა ფეხბურთელი იტალიაში გაანათხოვროს.
მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ ალეხანდრო გარნაჩოს და კარიმ ადეიემის ტრანსფერებზე ჯერჯერობით, არაფერი გამოუვიდა. გარნაჩო „მანჩესტერმა“ ძვირად დააფასა, ხოლო ადეიემიმ „ნაპოლიში“ თამაში თავად არ ისურვა. ნეაპოლელთა კიდევ ერთი ვარიანტი „ანდერლეხტიდან“ ფრანსის ამუზუს შეძენაა.
ალან სენ-მაქსიმინს „სენტ ეტიენში“, „ნიუკასლში“, „ნიცაში“, „მონაკოში“, „ბასტიაში“, „ჰანოვერში“, „ალ-აჰლისა“ და „ფენერბაჰჩეში“ აქვს ნათამაშები.