საუდის არაბეთის კლუბმა, „ალ-აჰლიმ“ „პორტუდან“ ბრაზილიელი გარემარბი ვენდერსონ გალენო შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
გალენომ „ალ-აჰლისთან“ 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „პორტუმ“ 27 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო მიიღო.
გალენო „პორტუში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 149 მატჩში 45 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბრაგას“, „რიუ ავეს“, „პროტიმონენსეს“, „გრემიო ანაპოლისის“ და „ტრინდადეს“ ღირსებას იცავდა.