ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ანასტასია მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო, თუმცა, თავისუფალ პროგრამაში მას მასპინძელმა ნინა პეტროკინამ აჯობა. გუბანოვა თავისუფალ პროგრამაშიც შესანიშნავად გამოვიდა, 129.62 ქულა მიიღო, ტექნიკური სეგმენტებისთვის 64.69, ხოლო პროგრამულისთვის 64.93. შედეგად, მოკლე და თავისუფალი პროგრამებით 198.61 ქულა დააგროვა, რაც მეორე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.
ესტონელმა ნინა პეტროკინამ ჯამში 208.18 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს მედალი ბელგიელმა ნინა პინძარონემ მოიპოვა.
ანასტასია გუბანოვამ ზედიზედ მესამედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება: 2023 წელს ჩემპიონი გახდა, 2024 და 2025 წლებში კი, ვერცხლის მედალს დაეუფლა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ორი მედალი აქვს მოპოვებული. გუბანოვას ვერცხლის გარდა, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას დუეტმა ბრინჯაო მოიპოვა.