ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ჯონ დურანი „ალ-ნასრში“ გაყიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
21 წლის კოლუმბიელის სანაცვლოდ არაბულმა კლუბმა ინგლისელებს 77 მილიონი ევრო გადაუხადეს... დურანმა ანდერსონ ტალისკა უნდა შეცვალოს, რომელიც „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა.
ახალგაზრდა შემტევს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და არაერთი ევროპული კლუბიც ინტერესდებოდა, მაგრამ „ალ-ნასრმა“, როგორც მას, ისე „ასტონ ვილას“, საუკეთესო ფინანსური პირობები წარუდგინა.
მანამდე არაბულ კლუბს „ლევერკუზენიდან“ ვიქტორ ბონიფეისის წაყვანა სურდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი დურანზე გააკეთეს, შესაბამისად, ნიგერიელი ფორვარდი გერმანიაში დარჩება.
ჯონ დურანმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ჩიკაგოსა“ და „ენვიგადოში“ თამაშობდა.