ფეხბურთი

23:00 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბულგარეთი გაანადგურა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მესამე ტურში ბულგარეთის ნაკრები 6:1 დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს ყველაფერში აჯობა და დამსახურებულად მოიგო. დუბლი შეასრულა ვახტანგ ჯვარაშვილმა, თითო გოლი გიორგი ჩიმაკაძემ, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ, ნიკა ხარატიშვილმა და ბექა ტყემალაძემ მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები სამი ტურის შემდეგ 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. საქართველო მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, სტუმრად ბულგარეთთან გამართავს, ბოლო სანაკრებო ფანჯარა კი, აპრილში იქნება.

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე მეინ-რაუნდის ჯგუფების ყველა გამარჯვებული მოიპოვებს, ხოლო საუკეთესო 8 მეორეადგილოსანი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

0.116915