მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანდრეი რუბლევთან შეხვედრა პირველ სეტში ტრავმის გამო შეწყვიტა და ტურნირს გამოეთიშა.
რუსი ჩოგბურთელი პირველ სეტში 5:2 დაწინაურდა, მერვე გეიმში კი, ნიკოლოზმა დაზიანების გამო თამაში შეწყვიტა. ბასილაშვილმა დაზიანება მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიიღო და როგორც ჩანს, ტრავმა აწუხებდა.
ბასილაშვილმა მონპელიეში კარგი გამოსვლის შედეგად რეიტინგში 178-ე ადგილიდან 146-ე ადგილამდე დაწინაურება მოახერხა. ბოლო პერიოდში ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში წინსვლას რეგულარულად განიცდის.