ფეხბურთი

21:45 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარი "სანტოსის" ფეხბურთელია

ბრაზილიურმა „სანტოსმა“ ნეიმარის ტრანსფერი ახლა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

32 წლის ფეხბურთელი 12-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს, რომლის 10-ნომრიანი მაისური მოირგო. საუდის არაბეთის დატოვების შემდეგ მან „სანტოსში“ უფასოდ გადასვლა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაწყვიტა. მან „სანტოსში“ 2009-2013 წლებში 225 მატჩში 136 გოლი გაიტანა. ბრაზილიელს კარიერის საუკეთესო წლები „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ აქვს გატარებული. ნეიმარს „სანტოსში“ ლიბერტადორესის თასი, ბრაზილიის თასი, რეკოპა სუდამერიკანა და პაულისტას ჩემპიონატი (3-ჯერ) აქვს მოგებული.

0.115993