ფეხბურთი

21:20 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის კალენდარი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ დადგინდა მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღები და დროები.

8 მატჩი ორ დღეზე იქნება განაწილებული და სრული კალენდარი ასეთია:

11 თებერვალი

„ბრესტი“ - პსჟ (თბილისის დროით 21:45 საათი)
„იუვენტუსი“ - პსვ ეინდჰოვენი (23:55)
„მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ (23:55)
„სპორტინგი“ – „დორტმუნდი“ (23:55)

12 თებერვალი

„ბრიუგე“ – „ატალანტა“ (21:45)
„მონაკო“ – „ბენფიკა“ (23:55)
„სელტიკი“ – „ბაიერნი“ (23:55)
„ფეიენოორდი“ – „მილანი“ (23:55)

18 თებერვალი

„მილანი“ – „ფეიენოორდი“ (21:45)
„ატალანტა“ – „ბრიუგე“ (23:55)
„ბაიერნი“ – „სელტიკი“ (23:55)
„ბენფიკა“ – „მონაკო“ 23:55)

19 თებერვალი

„დორტმუნდი“ – „სპორტინგი“ (21:45)
პსჟ - „ბრესტი“ (23:55)
პსვ ეინდჰოვენი - „იუვენტუსი“ (23:55)
„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ (23:55)

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური „ლივერპულმა“, „ბარსელონამ“, „არსენალმა“, „ინტერმა“, „ატლეტიკომ“, „ლევერკუზენმა“, „ლილმა“ და „ასტონ ვილამ“ მოიპოვეს. შესაბამისად, ეს გუნდები 1/16-ფინალში არ ითამაშებენ.

0.124791