ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წყვილი, დიანა დევისის და გლებ სმოლკინის შემადგენლობით მოკლე პროგრამაში მე-10 ადგილზე გავიდა.
ქართულმა დუეტმა ჯამში 73.82 ქულა დააგროვა, ტექნიკური სეგმენტებისთვის 41.32 და პროგრამულისთვის 32.50, რაც მე-10 პოზიციისთვის გამოდგა საკმარისი.
შესაბამისად, დევისმა სმოლკინმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვეს, რომელიც პირველ თებერვალს გაიმართება.
საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მოიპოვა.