ფეხბურთი

18:49 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" "რომადან" ესპანელი მცველი დაიმატა

ლევერკუზენის „ბაიერმა“ „რომადან“ ესპანელი მცველი მარიო ერმოსო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ერმოსო ჩაბი ალონსოს გუნდს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

მარიო ერმოსო „რომამ“ ზაფხულში უფასოდ დაიმატა და სეზონის პირველ ნაწილში მან 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა, რის გამოც კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

29 წლის ესპანელს, რომელიც „რეალის“ აღზრდილია, „ვალიადოლიდში“, „ესპანიოლსა“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ აქვს ნათამაშები.

0.131601