UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია 9 თებერვალს სადებიუტო ორთაბრძოლას ავსტრალიელ კოლბი თიქნესთან გამართავს.
აღნიშნულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა თიქნესმა, მისი თქმით ის ალექსანდრეს დაფინიშებას აპირებს.
"ის ილია თოფურიას ძმა არის, მე კი ვოლკანოვსკის მთავარი სპარინგ-პარტნიორი ვარ და რა თქმა უნდა, ეს ამაღელვებელი მომენტია. ამ ბრძოლის აფიშა ძალიან მაგარია."
"9 თებერვალს მე ალექსანდრეს დავაფინიშებ, შემდეგ კი ვოლკანოვსკი ილიას გათიშავს, თუ რა თქმა უნდა აპრილში მათი ბრძოლა შედეგბა. ძალიან საინტერესო იქნება ეს ორთაბრძოლა იმ კუთხითაც, რომ ვოლკი და ილია, ამჯერად როგორც მწვრთნელები ისე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს." - განაცხადა თიქნესმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს კუთხეში მისი ძმა, ილია თოფურია იქნება, ხოლო კოლბი თიქნესის სამწვრთნელო შტაბში მისი მეგობარი და სპარინგ-პარტნიორი ალექსანდრე ვოლკანოვსკი იქნება.
UFC 312-ი 9 თებერვალს ავსტრალიაში გაიმართება, სადაც ალექსანდრესა და თიქნესის დაპირისპირება შედგება.