ფეხბურთი

16:00 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვოიცეხ შესნიმ ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი დაასახელა

კატალონიის "ბარსელონას" პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შესნიმ დაასახელა ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, ვის გვერდითაც კარიერის მანძილზე უთამაშია.

"კარიერის განმავლობაში მითამაშია ბუფონის, ლევანდოვსკის, რონალდუს და იოზილის გვერდით, თუმცა ისეთი ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელი როგორიც ლამინ იამალია, არ მინახავს. მას უსაზღვრო ნიჭი აქვს და წარმოუდგენელი შემსრულებელია." - განაცხადა შესნიმ.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის შესნი "ბარსელონას" ღირსებას 2024 წლის ოქტომბრიდან იცავს, მას კარიერის განმავლობაში უთამაშია: "არსენალში", "იუვენტუსში" და "რომაში".

0.113209