ფეხბურთი

14:46 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ მალდინი "მონცადან" კარიერას "ატალანტაში" გააგრძელებს

23 წლის იტალიელი შემტევი დანიელ მალდინი "მონცადან" კარიერას "ატალანტაში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას calcioatalanta ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შეთანხმება ყველა დეტალზე მიღწეულია და ახალგაზრდა ფეხბურთელს ბერგამოში დღეს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

"მონცა" აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ 13-14 მილიონს მიიღებს, საიდანაც 50%-ს "მილანი" მიიღებს.

დანიელ მალდინიმ "მონცას" მაისურით მიმდინარე სერია ა-ს გათამაშებაში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაა.

0.130736