ფეხბურთი

12:38 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლიონს" პაულო ფონსეკა გაწვრთნის

"ლიონის" და გიორგი მიქაუტაძის ახალი მწვრთნელი პაულო ფონსეკა იქნება. ინფორმაცია ოფიციალურად ფრანგული კლუბის გვერდმა დაადასტურა.

51 წლის პორტუგალიელი სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე პიერ საჟი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს.ფონსეკამ "ლიონთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

ფონსეკა ბოლოს "მილანში" მუშაობდა, საიდანაც დაახლოვებით ერთი თვის წინ დაითხოვეს.გეტყვით, რომ პორტუგალიელს საფრანგეთის ლიგა 1-ში მუშაობის გამოცდილება აქვს, ის 2022-2024 წლებში „ლილის“ თავკაცი იყო.

ლიონი“ ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა,

0.132024