NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" "პორტლენდს" ესტუმრა და დიდი ანგარიშით 119:90 განადგურდა.
"ორლანდომ" შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 35:28 მოიგო, თუმცა დანარჩენი სამი პერიოდი გუნდი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, რაც საბოლოო შედეგზე აისახა.
"ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო გერმანელი ლეგიონერი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც არასრულ 32 წუთში 24 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
გოგა ბითაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 17:53 წუთი დაყო. ხსენებულ დროში ქართველმა 2 ქულას, 3 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
"ორლანდო მეჯიქს" 24 მოგება და 25 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 2 თებერვალს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.