ფეხბურთი

11:15 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს, ბულგარეთს დაუპირისპირდება

31 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მესამე მატჩს გამართავს. წლის პირველ შეხვედრაში ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. დისკვალიფიკაციის გამო, ბულგარეთთან საშინაო მატჩს შოთა თოფურია გამოტოვებს.

საქართველო - ბულგარეთის შეხვედრა თბილისი არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხზე შემოგთავაზებთ.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია, თბილისი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

NAKREBI.GE

0.110751