შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალური (პლეი-ოფის) ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ხსენებულ სტადიაზე 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ფაზის ეტაპზე 9-24 ადგილებზე გავიდნენ. გუნდები შესაბამისი ადგილების მიხედვით განაწილებული იყვნენ წილისყრამდე და თითოეულს ორ-ორი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ძალიან საინტერესო წყვილები შედგებოდა და ასეც მოხდა.
ევროპა ლიგის 1/16-ფინალის წილისყრის შედეგები
"ტვენტე" (ნიდერლანდები) - "ბოდო გლიმტი" (ნორვეგია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ოლიმპიაკოსს" ან "რეინჯერსს"
"ფენერბაჰჩე" (თურქეთი) - "ანდერლეხტი" (ბელგია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "რეინჯერსს" ან "ოლიმპიაკოსს"
"უნიონ სენ-ჟილუა" (ბელგია) - "აიაქსი" (ნიდერლანდები)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "აინტრახტს" ან "ლიონს"
"პაოკი" (საბერძნეთი) - "სტიაუა" (რუმინეთი)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ლიონს" ან "აინტრახტს"
"ალკმაარი" (ნიდერლანდები) - "გალათასარაი" (თურქეთი)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "მანჩესტერს" ან "ტოტენჰემს"
"მიდტიულანდი" (დანია) - "სოსიედადი" (ესპანეთი)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ტოტენჰემს" ან "მანჩესტერს"
"ფერენცვაროში" (უნგრეთი) - "პლზენი" (ჩეხეთი)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ლაციოს" ან "ბილბაოს"
"პორტუ" (პორტუგალია) - "რომა" (იტალია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ბილბაოს" ან "ლაციოს"
ევროპა ლიგის 1/16-ფინალის (პლეი-ოფის) პირველი მატჩები 13 თებერვალს, ხოლო საპასუხო მატჩები 20 თებერვალს გაიმართება. თავის მხრივ, 21 თებერვალს მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მერვედფინალის საგზური ლაციომ“, „ბილბაომ“, „მანჩესტერმა“, „ტოტენჰემმა“, „აინტრახტმა“, „ლიონმა“, „ოლიმპიაკოსმა“ და „რეინჯერსმა“ მოიპოვეს. შესაბამისად, ეს გუნდები 1/16-ფინალში არ ითამაშებენ.