ფეხბურთი

15:26 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: 1/16-ფინალური ეტაპის წყვილები გაირკვა
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ფრანგული დერბი ელოდება "ბრესტის" წინააღმდეგ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური (პლეი-ოფის) ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ხსენებულ სტადიაზე 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ფაზის ეტაპზე 9-24 ადგილებზე გავიდნენ. გუნდები შესაბამისი ადგილების მიხედვით განაწილებული იყვნენ წილისყრამდე და თითოეულს ორ-ორი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ძალიან საინტერესო წყვილები შედგებოდა და ასეც მოხდა.

ვიცოდით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ ფრანგულ მეტოქესთან, „ბრესტთან“ ან „მონაკოსთან“ მოუწევდა დაპირისპირება, წილისყრამ კი, ლუის ენრიკეს გუნდს მეტოქედ "ბრესტი" არგო. ყველაზე გამორჩეული "მანჩესტერ სიტის" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება იქნება.

ორი წყვილი ისეთია, რომლებიც ფაზის ეტაპზეც შეხვდნენ: "იუვენტუსი" პსვ-ს შეხვდება, რომელსაც პირველ ტურში 3:1 აჯობა, ხოლო "ბენფიკა" "მონაკოს", რომელსაც ლისაბონელებმა ფაზაში სტუმრად 3:2 აჯობეს.

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის წილისყრის შედეგები

"ბრიუგე" (ბელგია) - "ატალანტა" (იტალია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ლილს" ან "ასტონ ვილას".

"სპორტინგი" (პორტუგალია) - "დორტმუნდი" (გერმანია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ასტონ ვილას" ან "ლილს"

"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი) - "რეალი" (ესპანეთი)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ატლეტიკოს" ან "ლევერკუზენს"

"სელტიკი" (შოტლანდია) - "ბაიერნი" (გერმანია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ლევერკუზენს" ან "ატლეტიკოს"

"იუვენტუსი" (იტალია) - პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "არსენალს" ან "ინტერს"

"ფეიენოორდი" (ნიდერლანდები) - "მილანი" (იტალია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ინტერს" ან "არსენალს"

"ბრესტი" (საფრანგეთი) - "პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ლივერპულს" ან "ბარსელონას"

"მონაკო" (საფრანგეთი) - "ბენფიკა" (პორტუგალია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: "ბარსელონას" ან "ლივერპულს"

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის (პლეი-ოფის) პირველი მატჩები 11-12 თებერვალს, ხოლო საპასუხო მატჩები 18-19 თებერვალს გაიმართება. თავის მხრივ, 21 თებერვალს მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური „ლივერპულმა“, „ბარსელონამ“, „არსენალმა“, „ინტერმა“, „ატლეტიკომ“, „ლევერკუზენმა“, „ლილმა“ და „ასტონ ვილამ“ მოიპოვეს. შესაბამისად, ეს გუნდები 1/16-ფინალში არ ითამაშებენ.

0.11613