ფეხბურთი

9:30 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი "სანტოსში" დაბრუნებაზე: "თითქოს დროში უკან დავბრუნდი"

ნეიმარი „სანტოსში“ ბრუნდება, რაც უკვე გადაწყვეტილია და ბრაზილიური კლუბი ტრანსფერს სულ მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.

ნეიმარმა კი, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს:

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დროში უკან დავბრუნდი. აქ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვარ, რაღაცების დაწერაში დამეხმარნენ. ხვალამდე უბრალოდ ვერ ვითმენ. ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა უკვე იციან ჩემი გადაწყვეტილება. კონტრაქტს „სანტოსთან“ გავაფორმებ. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ამ მომენტს ელოდნენ. თითქმის 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ადგილი დავტოვე და თითქოს, გუშინ იყო. ჩემი გრძნობა კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ არასდროს შეცვლილა“.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაწყვიტა. მან „სანტოსში“ 2009-2013 წლებში 225 მატჩში 136 გოლი გაიტანა. ბრაზილიელს კარიერის საუკეთესო წლები „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ აქვს გატარებული.

0.114506