ფეხბურთი

22:40 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" კვარაცხელია შესაძლოა "ანდერლეხტის" გარემარბით შეცვალოს

„ნაპოლი“ ბრიუსელის „ანდერლეხტის“ გარემარბის, ფრანსის ამუზუს შეძენას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს თანახმად, „ნაპოლიმ“ ბელგიურ კლუბთან 25 წლის შემტევის ფასზე მოლაპარაკებები წამოიწყო. ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ფრანსის ამუზუ „ანდერლეხტში“ 2017 წლიდან თამაშობს და 250 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

0.120816